უკრაინა ახლა უნდა იყოს მტკიცე და ეფექტური რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ომში. ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ 2024 წელს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დეკემბერში შავ ზღვაში საექსპორტო დერეფნის მუშაობაში მნიშვნელოვანი შედეგი იყო და ეს იგრძნობა მთელი ქვეყნის ეკონომიკის დონეზე.
“ახლა სიმტკიცე, სიძლიერე, შედეგები განსაზღვრავს, როგორ წავა სრულმასშტაბიანი ომი ამ ზამთარში და რას შეიძლება ველოდოთ მომავალი წლიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ.