spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – ასეთი დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები უცვლელია

რუსებმა დობროპილიაზე თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებით განახორციელეს, ადგილზე სამაშველო სამსახურის მისვლის შემდეგ კი კიდევ ერთი იერიში მიიტანეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ასეთი დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები უცვლელია.

„დაშინების საზიზღარი და არაადამიანური ტაქტიკა, რომელსაც ხშირად მიმართავენ რუსები. ასეთი დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები უცვლელია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ყველაფრის კეთება სიცოცხლის დასაცავად, გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა, გავამკაცროთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ყველაფერი, რაც პუტინს ომის დაფინანსებაში ეხმარება, უნდა დაიმსხვრეს“, – წერს ზელენსკი.

რუსი ოკუპანტების მიერ ქალაქ დობროპილის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 11 და დაშავდა 30 ადამიანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები