spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – აშშ-ის სამხედრო დახმარება უკრაინაში არ შეჩერდება

შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება უკრაინაში არ შეჩერდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ არ არის მზად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე კომენტარის გასაკეთებლად, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება არ შეჩერდება.

“ვიცი, რომ არის გარკვეული შეზღუდვები, დეტალურად უნდა განვიხილოთ, ჰუმანიტარული პროგრამებისთვის შეზღუდვა არის 90 დღე.

მე ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავი ინსტიტუტია, რომლებსაც ადრე აშშ-ის მთავრობა უჭერდა მხარს, არ ვიცი ამის შესახებ, მე ვარ ორიენტირებული სამხედრო დახმარებაზე, ის არ შეწყვეტილა, მადლობა ღმერთს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დროებით აჩერებს აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამას 90 დღით, სანამ განიხილება, შეესაბამება თუ არა ისინი მის პოლიტიკურ მიზნებს.

პენტაგონმა განაცხადა, რომ ეს არ ეხება უკრაინის სამხედრო დახმარებას.

24 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება არსებული საერთაშორისო დახმარების “შეჩერებისა“ და ახალი დახმარების შეჩერების შესახებ. უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი გაყინულია.

გარდა ამისა, The New York Times-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ემიგრანტების, მათ შორის უკრაინელი ლტოლვილების მიღების არაერთი პროგრამა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები