უახლოეს თვეებში უკრაინას აქვს შანსი, ბრძოლის ველზე ვითარება მშვიდობისკენ გადაიტანოს, ეს მოგვცემს ომის დასრულების საშუალებას არაუგვიანეს 2025 წლისა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ოქტომბერში, ნოემბერში და დეკემბერში გვაქვს რეალური შანსი ვითარება მშვიდობისა და გრძელვადიანი სტაბილურობისკენ შევცვალოთ. ბრძოლის ველზე არსებული ვითარება ქმნის ამ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას – არჩევანი გადამწყვეტი მოქმედების სასარგებლოდ ომის დასრულებისთვის არაუგვიანეს 2025 წლისა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ამ საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ლიდერობის მოლოდინი აქვს.
“მოველით დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის მძლავრ და ბრძნულ ნაბიჯებს, რომლებიც ევროპას უსაფრთხოებასა და მშვიდობას მოუტანს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.