უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დნეპროპეტროვსკის ოლქში, ჩაპლინოს სარკინიგზო სადგურზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა.
“მაშველები მუშაობენ, მაგრამ სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ასე ვცხოვრობთ ყოველდღე. ასე მოემზადა რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ამ შეხვედრისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.