spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი ჩეხეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხეთში იმყოფება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ჩეხ კოლეგასთან პეტრ პაველთან შეხვედრაზე მივიდა.

 

უკრაინის პრეზიდენტი იქამდე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკებები გამართა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვთან, შეხვდა პრეზიდენტ რუმენ რადევს, ოფიციალურ პირებს, პარლამენტარებს, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს.

 

ზელენსკის ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან სოფიაში შეხვედრის შემდეგ, გაფორმდა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია.

 

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მალე ზელენსკი თურქეთში ჩავა, რათა პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანს შეხვდეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები