spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა, რუსეთისთვის სამხედრო დახმარება გაზარდოს, ამაზე იქნება ჩვენი ხელშესახები პასუხები

ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა, რუსეთისთვის სამხედრო დახმარება გაზარდოს. საუბარია დამატებით ჯარისკაცების და ტექნიკის გაგზავნაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, შტაბის დღევანდელ სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის მოხსენება მოისმინა, რომელმაც ფრონტზე არსებულ ვითარებასა და კურსკის ოპერაციაზე ისაუბრა.

“არსებობს ჩრდილოეთ კორეიდან რუსული არმიისთვის დამატებითი ჯარისკაცების და სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნის რისკები და ამაზე იქნება ჩვენი ხელშესახები პასუხები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელებს შორის დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი 3 ათასზე მეტი ჯარისკაცია.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, კორეის ნახევარკუნძულის ირგვლივ და მეზობელ რეგიონებში დესტაბილიზაციის რისკი იზრდება მოსკოვსა და ფხენიანს შორის თანამშრომლობის ზრდის პროპორციულად. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ გაიგოს ეს კავშირი.

“რუსეთიდან თანამედროვე ომის გამოცდილების გადაცემა და სამხედრო ტექნოლოგიების გავრცელება გლობალური საფრთხეა. მსოფლიოსთვის სტაბილურობის აღდგენის ფასი ყოველთვის გაცილებით მაღალია, ვიდრე ეფექტური ზეწოლის ფასი მათზე, ვინც სიტუაციის დესტაბილიზაციას და სიცოცხლეს ანადგურებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სამხრეთ კორეის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა ემზადება რუსეთში ახალი ჯარისკაცების გაგზავნისთვის. ფხენიანი ასევე გეგმავს რუსეთის ფედერაციისთვის დამატებითი აღჭურვილობის, მათ შორის, კამიკაძე დრონების  მიწოდებას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები