spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ სწრაფად ომის დასასრულებლად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ცდილობს რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა მიაღწიოს გრძელვადიან მშვიდობას.

“არავის სურს მშვიდობა, ვიდრე უკრაინელ ხალხს. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას. ჩვენ მზად ვართ სწრაფად ვიმუშაოთ ომის დასასრულებლად”, – წერს ზელენსკი.

ზელენსკი კონფლიქტის მოგვარების პირველ შესაძლო ნაბიჯებს ასახელებს: ტყვეების გათავისუფლება, ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა ცაში – რაკეტების, შორი დისტანციური დრონების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების აკრძალვა, ასევე, ზღვაზე საომარი მოქმედებების შეწყვეტა, თუ რუსეთიც იმავეს გააკეთებს.

მისი თქმით, უკრაინა იმედოვნებს, რომ სწრაფად გაივლის ყველა შემდგომ ეტაპს და შეერთებულ შტატებთან მტკიცე საბოლოო შეთანხმებაზე შეთანხმდება.

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის და გაიხსენა ჯაველინების უკრაინაში გადაცემა ტრამპის პრეზიდენტობის დროს.

“პარასკევს ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში, არ წარიმართა ისე, როგორც დაგეგმილი იყო. სირცხვილია, რომ ასე მოხდა. დროა, გავაკეთოთ ყველაფერი სწორად. ჩვენ გვინდა ვიხილოთ, რომ მომავალი თანამშრომლობა და კომუნიკაცია იყოს კონსტრუქციული.

რაც შეეხება წიაღისეულის და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, უკრაინა მზადაა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში მოაწეროს ხელი. ჩვენ ამ შეთანხმებას ვუყურებთ, როგორც გადადგმულ ნაბიჯს უსაფრთხოებისა და საიმედო უსაფრთხოების გარანტიებისკენ და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ის ეფექტურად იმუშავებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები