spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ჩვენ ყველა გვახსოვს, დღეს კიდევ 75 ადამიანი დაბრუნდა რუსული ტყვეობიდან

31 მაისს, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 75 ადამიანი დააბრუნა. მათ შორის 71 სამხედრო მოსამსახურეა.

 

“მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩვენ არ შეგვიწყვეტია არც ერთი დღით მუშაობა, რათა თითოეული დავაბრუნოთ რუსული ტყვეობიდან და დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი: კიდევ 75 ადამიანი დაბრუნდა უკრაინაში”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ზელენსკის თქმით, რუსული ტყვეობიდან გათავისუფლდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები, მესაზღვრეები და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე.

 

”ჩვენ ყველა გვახსოვს, ვცდილობთ ვიპოვოთ თითოეული მათგანი, მადლობა გუნდს, რომელიც მუშაობს გაცვლებზე”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

გათავისუფლებულთა შორის არიან მარიუპოლის, “ზმეინის”, ჰოსტომელის დამცველები და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის 14 დამცველი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები