უკრაინა გეგმავს კონტრშეტევას და მიიჩნევს, რომ მის დროს შეძლებს რუსული ძალების მოგერიებას, ასევე ყირიმის ნახევარკუნძულის კონტროლის ქვეშ დაბრუნებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ უკრაინის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია დასავლელი პარტნიორების მიერ იარაღის შეუფერხებლად მიწოდების გაგრძელებაზე.
“ჩვენ გვსურს რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა, ამიტომ იარაღის რაოდენობას აქვს მნიშვნელობა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსული ჯარები ყოველდღიურად კარგავენ მოტივაციას.
“მათ ეშინიათ ჩვენი, ისევე როგორც უკან დახევის შედეგების”, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკის კონტრშეტევის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა რიგი მაღალჩინოსნების განცხადებებით, ის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისშია დაგეგმილი.