spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – ჩვენ უბრალოდ სხვა არჩევანი არ გვაქვს, ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის

უკრაინელებს არჩევანი არ აქვთ და ამიტომ აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

ზელენსკის თქმით, უკრაინელებს სხვა გზა არ აქვთ გარდა იმისა, რომ იბრძოლონ და დაიცვან თავიანთი ტერიტორიები, ასევე ისურვებდა, რომ უკრაინამ ნაკლები ხალხი დაკარგოს დეოკუპაციის დროს და დაიცვას თავისი ტერიტორიები დიპლომატიური გზით.

 

”ჩვენ უბრალოდ სხვა არჩევანი არ გვაქვს, რადგან ჩვენ ვიბრძვით საკუთარი თავისთვის, ჩვენ გვაქვს ერთი ქვეყანა. ამიტომ, ვერ ვიტყვი, გვექნება თუ არა დამოუკიდებლობის დღე მესამედ ომის დროს. ყირიმში კი, როგორც თქვენ თქვით, “დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ნორმალურად არ შეიძლება”. ჩვენთანაც ასე არ არის? ახლა ყირიმი ოკუპირებულია, ეს საშინელი ტრაგედიაა, აქ კი ხალხი იღუპება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები ყველაფერს აკეთებენ, რათა ტერიტორიები რუსებისგან რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ.

 

“რაც შეეხება კონტრშეტევას, მოდით შევხედოთ შედეგს. მე მჯერა ჩვენი ხალხის, ჩვენი თავდაცვის ძალებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების. ჩვენ ვმუშაობთ მაქსიმალურად, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავათავისუფლოთ ჩვენი ქალაქები და სოფლები. რთული დავალება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები