spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – ჩვენ უკვე დავიწყეთ უკრაინისთვის ძლიერი სექტემბრის მომზადება

უკრაინის საერთაშორისო აქტივობა სექტემბერში ამ კვირაზე არანაკლები იქნება. დავიწყეთ მზადება ძლიერი თვისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“ჩვენ უკვე დავიწყეთ უკრაინისთვის ძლიერი სექტემბრის მომზადება. ჩვენი საერთაშორისო აქტივობა ამ კვირაზე არანაკლები  იქნება”, – წერს პრეზიდენტი.

 

მისივე თქმით, უკრაინა ელოდება პარტნიორების გადაწყვეტილებას ჯარისკაცების თავდაცვის ახალ პაკეტებზე. საუბარია არტილერიაზე, ჯავშანტექნიკაზე, საჰაერო თავდაცვაზე, რაკეტებსა და ნაღმების გამწმენდ ტექნიკაზე.

 

გარდა ამისა, მალე იქნება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდები და ახალი ქვეყნების შეერთება უსაფრთხოების საერთო არქიტექტურაზე.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ასევე ემზადება საერთაშორისო ღონისძიებებისთვის, კერძოდ, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიისთვის, მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოება პრიორიტეტი იქნება, ამ საკითხებზე კვირის განმავლობაში ასევე რამდენიმე შეხვედრაა მოსალოდნელი.

 

“ამ დღეებში მიღებული იქნა აშშ-ის ახალი სანქციების გადაწყვეტილება რუსი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინელი ბავშვების დანაშაულებრივ დეპორტაციაში ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უკრაინა მადლიერია ამისთვის. ვმუშაობთ პარტნიორების სანქციების მსგავს ნაბიჯებზე“, – აცხადებს ზელენსკი.

 

ვლადიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას და საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას ეხმარებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები