უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომი უკრაინის პირობებით უნდა დასრულდეს და ამისთვის მშვიდობის ფორმულა უნდა განხორციელდეს.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სამხედროებს რუსეთის აეროდრომებზე, ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს და ლოგისტიკაზე თავდასხმებისთვის.
გარდა ამისა, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ესაჭიროებათ ნებართვა დასავლეთიდან რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე დარტყმებისთვის, განსაკუთრებით იმ ადგილებში, საიდანაც ოკუპანტები უკრაინაში რაკეტებს, ნაღმებს და ბომბებს უშვებენ.
”ჩვენ გვჭირდება ეს გადაწყვეტილება, რათა ვიმოქმედოთ ყველა იარაღით, რომელიც შეიძლება იყოს ეფექტური.
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე და დავასრულოთ ომი უკრაინის პირობებით და ყოველი დარტყმა, რომელიც ზუსტად პასუხობს რუსეთის საჰაერო ბომბებს, რომელიც ანადგურებს რუსულ ლოგისტიკასა და ბაზებს, რაც ართულებს ოკუპანტს ჩვენს მიწაზე დარჩენას – ყოველი ასეთი დარტყმა აახლოებს ომის სამართლიან დასასრულს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინის მშვიდობის ფორმულა შეიძლება განხორციელდეს, რადგან მსოფლიო უმრავლესობა ახორციელებს ზეწოლას რუსეთის ხელისუფლებაზე, არ უჭერს მხარს მათ სამხედრო აქტივობას და “სურს საერთაშორისო ურთიერთობებში სტაბილურობის აღდგენა“.
“… იქნება ნამდვილი მშვიდობა, თუ არ გამოიჩენთ სისუსტეს და დაიცავთ სამართლიანობის კურსს”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.