spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ჩვენ ვნახეთ ეს თავდასხმა დღეს, ხედავთ ვისთან გვაქვს საქმე, მათ არ აინტერესებთ სად დაარტყამენ

რუსებმა დღეს, 6 მარტს, ოდესაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ეს მოხდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტის დროს.

 

”ჩვენ ვნახეთ ეს თავდასხმა დღეს. ხედავთ ვისთან გვაქვს საქმე. მათ არ აინტერესებთ სად დაარტყამენ. ვიცი, რომ მსხვერპლი იყო. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ არიან დაღუპულები და დაჭრილები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, რუსებმა ოდესას საბერძნეთიდან საერთაშორისო სტუმრების ვიზიტის დროს დაარტყეს, მაგრამ ოკუპანტებისთვის სულ ერთია – ისინი ან გაგიჟდნენ, ან ვერ აკონტროლებენ თავიანთ ჯარს.

 

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი თავდასხმები დაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე მიუთითებს, ეს, პირველ რიგში, საჰაერო თავდაცვას ეხება.

 

მისი თქმით, უკრაინა ნელ-ნელა ძლიერდება, მაგრამ იმაზე ნელა, ვიდრე სასურველია.

 

თავის მხრივ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მაშინ დაიწყო, როცა ის და ზელენსკი ოდესის პორტში იმყოფებოდნენ.

 

“ვიზიტის დასასრულს (პორტში) ჩვენ მოვისმინეთ საჰაერო თავდასხმის სიგნალი და გვერდით ძლიერი აფეთქებები. ეს საოცარი გამოცდილებაა, ჩვენ გვესმის, რომ ეს ომი ყველას ეხება და არავის სურს”, – განაცხადა მიცოტაკისმა.

 

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეს ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა იყო. ჟურნალისტების ინფორმაციით, ეს მაშინ მოხდა, როდესაც ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი იმყოფებოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები