უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინული წარმოების იარაღი და მათი საბრძოლო გამოყენების შედეგები წარადგინა.
პრეზიდენტმა აჩვენა უკრაინის საზღვაო დრონები, ჯავშანტექნიკა, რაკეტები, შორ მანძილზე მოქმედი დრონები და არტილერია.
“ზღვაზე:Neptune, Sea Baby, MAGURA V5. ხმელეთზე: Bohdana, Stugna, Corsar. ჰაერში: Bober, Morok, Liutyi”, – აღნიშნა მან.
ზელენსკის თქმით, რომ უკრაინის იარაღი ასუფთავებს შავ ზღვას, აძლიერებს სახელმწიფოს და ანადგურებს რუსეთის პოტენციალს.
მან ასევე აჩვენა უკრაინული იარაღის გამოყენების კადრები – მტრის ტექნიკის განადგურება, საჰაერო თავდაცვა, დარტყმები მტრის სამიზნეებზე. კერძოდ, გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს თავდასხმები რუსულ ქარხნებს და ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე, მტრის გემების განადგურება და შავ ზღვაში კრეისერ “მოსკოვის“ ჩაძირვა.
სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინამ გაზარდა იარაღის წარმოება. უკრაინაში იარაღს აწარმოებს 500-ზე მეტი კომპანია, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო.