უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ერთმანეთს ლუცკში შეხვდნენ.
ზელენსკიმ და დუდამ წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარი მოინახულეს.
მედიის ინფორმაციით, წირვაზე მივიდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ეპიფანე, ლუცკისა და ვოლინის მიტროპოლიტი მიხაილი, ასევე უკრაინის ბერძნული კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი, უნეტარესი სვიატოსლავი.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტების ლუცკში ვიზიტი წინასწარ არ იყო გამოცხადებული.