spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი დანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში ვიზიტით ჩავიდა. განიხილება უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხი.

 

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინის გასაძლიერებლად, ჩვენი ხალხის დასაცავად“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

 

მისივე თქმით, დანიაში ვიზიტის დროს აპირებს შეხვდეს პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენს, სამეფო ოჯახს, პარტიის ლიდერებს, ფოლკეტინგის (პარლამენტი) წევრებს და დანიის ბიზნესის წარმომადგენლებს.

 

“ჩვენ ვავითარებთ თანამშრომლობას, ვამზადებთ დამატებით სასიხარულო ამბებს უკრაინელი ჯარისკაცებისთვის. ჩვენ წინ მივდივართ F-16-ის საკითხზე”, – წერს ზელენსკი.

 

დანიაში ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებიდან ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერეს სამხედრო ბაზა, სადაც F-16 თვითმფრინავებია განთავსებული. შეხვედრის შემდეგ მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია მზად არიან გადასცენ F-16 თვითმფრინავი უკრაინას, როდესაც ასეთი გადაცემის პირობები დაკმაყოფილდება.

 

უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი ოფიციალური ვიზიტით გუშინ შვედეთს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა არაერთი შეხვედრა გამართა, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტარებთან და სამეფო ოჯახთან.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები