უკრაინა შეძლებს შეინარჩუნოს დახმარება შეერთებული შტატებისა და ევროპისგან, რადგან ამ საკითხში ნებისმიერი შეფერხება რუსეთის სასარგებლო იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები ახლა უკრაინის მხარდაჭერის ერთ-ერთი ლიდერია.
“მე ვგრძნობ, რომ აშშ-ში არის მხარდაჭერა. ვიცი, რომ არის ასი პროცენტით მხარდაჭერა თეთრი სახლისგან, დიდი მხარდაჭერა კონგრესში – ის მართლაც ძლიერია, ორპარტიული. შეერთებულმა შტატებმა არ გაგვიცრუა იმედი ძალიან რთულ დროს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს შორის უკრაინის საკითხზე განსხვავებული ხმები იყო, მაგრამ უმეტესწილად, დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც მხარს უჭერდნენ უკრაინას.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთი ახლა უფრო სუსტია, ვიდრე სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, ამიტომ უკრაინის მხარდაჭერის პაუზა მხოლოდ აგრესორს დაეხმარება.
“ამაზე არ არის საუბარი, რომ დავეხმაროთ უკრაინას და არ გავართულოთ ჩვენი შეტევითი თუ თავდაცვითი მოქმედებები. არა. ნებისმიერი პაუზა დღეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის დახმარებაა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მადლიერია აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერების, რომლებიც უკრაინის მხარეს არიან.
”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ დავკარგოთ”, – აღნიშნა მან.