spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – დღეს არის ცვლილებების, ასევე ბევრი პრობლემის გადაჭრის იმედის დღე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ინაუგურაცია მიულოცა.

“ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას. დღეს არის ცვლილებების, ასევე ბევრი პრობლემის გადაჭრის იმედის დღე, მათ შორის გლობალური გამოწვევების”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ტრამპი ყოველთვის გადამწყვეტად მოქმედებს.

“მის მიერ გამოცხადებული პოლიტიკა “მშვიდობა ძალის გზით”, იძლევა შესაძლებლობას, განამტკიცოს ამერიკის ლიდერობა და მიაღწიოს გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას, რაც მთავარი პრიორიტეტია.

ეს საუკუნე სწორედ ახლა ყალიბდება და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს იყოს დიდი და წარმატებული საუკუნე დემოკრატიებისთვის და არა მათთვის, ვისაც ჩვენი მარცხი სურს”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

მან დონალდ ტრამპს წარმატებები უსურვა და აქტიური და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

“ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ და შეგვიძლია, უზრუნველვყოთ უფრო მეტი უსაფრთხოება, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა მსოფლიოსა და ჩვენი ორი ქვეყნისთვის“, – წერს ზელენსკი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები