spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – დღეს ჩვენ გვჭირდება ახალი ენერგია და ეს ნაბიჯები დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებასთან

საუბარი იმის შესახებ, რომ დმიტრო კულება ახალ თანამდებობას მიიღებს გათავისუფლების შემდეგ, ჯერ ადრეა, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტს დატოვებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“მე უკვე ვისაუბრე მინისტრთა კაბინეტის და მრავალი სამინისტროს გადატვირთვაზე, ძალიან მადლობელი ვარ მინისტრებისა და მთელი სამთავრობო გუნდის, რომელიც მუშაობდა უკრაინისთვის 4,5 წლის განმავლობაში, ზოგი მინისტრი 5 წლის განმავლობაში იყო.

დღეს ჩვენ გვჭირდება ახალი ენერგია და ეს ნაბიჯები დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებასთან სხვადასხვა მიმართულებით და არც დიპლომატიაა გამონაკლისი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, დღეს ის ვერ იწინასწარმეტყველებს, კონკრეტულად რას გააკეთებს ესა თუ ის მინისტრი.

“ამაზე იქნება პასუხი – როცა მათ შესთავაზებენ გარკვეულ პოზიციებს. დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებებია, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამაც. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თუ უკრაინის უმაღლესი რადა მის განცხადებას დააკმაყოფილებს, კულებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს დატოვების შემდეგ შესაძლოა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საელჩოს უხელმძღვანელოს.

გადაწყვეტილებები თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უკვე მიღებულია სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის ალექსანდრე კამიშინის, უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის რუსლან სტრელეტისა და იუსტიციის მინისტრის დენის მალიუსკის მიმართ. ამავდროულად, უმაღლესმა რადამ ვერ გაათავისუფლა ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი და მხარი არ დაუჭირა სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელის ვიტალი კოვალის გადაყენებას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები