spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ჩავიდა და უკრაინელ სამხედროებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე იქიდან მიულოცა.

 

“ამ დღეს ჩვენს მებრძოლებთან წინა ხაზზე ვხვდები. დღეს ჩვენ დონბასში ვართ. საბრძოლო მოქმედებების ზონა გახდა კიდევ უფრო დიდი, ბრძოლა უფრო მძიმე, ფასი – უფრო მაღალი.

 

ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების წელია, უკრაინის შეიარაღებული ძალების დროა. ყველა ხედავს, ვინ არიან უკრაინელი დამცველები. ვიღაცამ საკუთარ თავს მსოფლიოს მეორე არმია უწოდა, თუმცა ყველა ხედავს, ვის უჭირავს პირველი ადგილი. ყველა ხედავს თქვენს სიძლიერეს, გამძლეობას, თქვენს უნარებს, თქვენს სტანდარტებს, უკრაინის სტანდარტებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ზელენსკი უკრაინელ მებრძოლებს ფრონტის ხაზზე აჯილდოვებს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები