spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლების მოყვარე ერს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებისთვის მადლობას უხდის.

 

“გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლების მოყვარე ერს“, – წერს ზელენსკი.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა.

 

“ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!” – განაცხადა ზურაბიშვილმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები