spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ეს არის რუსეთში სხვა ხალხების მიმართ სიძულვილის ფართოდ გავრცელებული კულტურის ნაწილი

დაღესტნის დღევანდელი მოვლენები რუსეთში სხვა ხალხების მიმართ სიძულვილის ფართოდ გავრცელებული კულტურის ნაწილია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერზე” წერს.

 

“საშინელი ვიდეო მაჰაჩყალიდან, რუსეთი, სადაც გაბრაზებული ბრბო შეიჭრა აეროპორტში და ეძებდა ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც თელ-ავივიდან რეისით ჩადიოდნენ. ეს არ არის ცალკეული ინციდენტი, არამედ რუსეთში სხვა ხალხების სიძულვილის გავრცელებული კულტურის ნაწილია, რომელსაც ავრცელებს სახელმწიფო ტელევიზია, ექსპერტები და ხელისუფლება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გასული წლის განმავლობაში არაერთი ანტისემიტური განცხადება გააკეთა, ასევე და რუსმა დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმაც.

 

“სიძულვილი არის ის, რაც იწვევს აგრესიას და ტერორს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ სიძულვილისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით“, – წერს ზელენსკი.

 

დღეს საღამოს მახაჩყალის აეროპორტში დაღესტნელების ბრბო შეიჭრა, ისინი “ეძებდნენ ებრაელებს“, რომლებიც სავარაუდოდ, ისრაელიდან უნდა ჩამოსულიყვნენ. თვითმფრინავი ალტერნატიულ აეროპორტში დაეშვა, მაგრამ მგზავრებს, უსაფრთხოების მიზნით, თვითმფრინავში დარჩენა სთხოვეს და შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები