spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ეს არის ტრაგედია, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, უნდა დავადგინოთ სრული სიმართლე და არ დავუშვათ, რომ ეს განმეორდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 128-ე ცალკეული სამთო ბრიგადის ჯარისკაცების დაღუპვას გამოეხმაურა.

 

“ვუსამძიმრებ დაღუპული ჯარისკაცების ყველა ნათესავს და მეგობარს! ეს არის ტრაგედია, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. თავდაცვის მინისტრმა უმეროვმა მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომები იქნა მიღებული მომხდარის ყველა გარემოების გასარკვევად, ვინ რა ბრძანება გასცა კონკრეტულად”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, ტრაგედიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება გრძელდება.

 

“მთავარია, დავადგინოთ სრული სიმართლე მომხდარის შესახებ და არ დავუშვათ, რომ ეს განმეორდეს. ყველა სამხედრომ საბრძოლო ზონაში – მტრის ცეცხლისა და საჰაერო დაზვერვის ზონაში – იცის, როგორ მოიქცეს ღია ცის ქვეშ, როგორ იზრუნოს უსაფრთხოებაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, ახლა გამოძიებამ დაღუპული ჯარისკაცების ახლობლებსა და საზოგადოებას გულწრფელი პასუხი უნდა გასცეს, თუ როგორ მოხდა ტრაგედია და ვისი ბრძანებები იყო არასწორი.

 

რუსმა ტერორისტებმა ზაპოროჟიეში 128-ე ბრიგადას 3 ნოემბერს დაარტყეს. ჯარისკაცები არტილერიის დღისთვის ჯილდოების გადასაცემად შეკრიბეს, რა დროსაც ოკუპანტებმა მებრძოლების თავშეყრის ადგილი დაბომბეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები