spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ეს დღე ისტორიაში შევა, ნუ უღალატებთ ევროპისადმი ხალხის რწმენას

დღეს არის დღე, როდესაც გაბედულობა ან ბრიუსელშია, ან მოსკოვში. ევროპაში ხალხი ვერ გაიგებს თუ ბრიუსელში შეხვედრის “ჯილდოდ” პუტინის კმაყოფილი ღიმილი გახდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვისას განაცხადა.

 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამიტის დაწყებამდე მან არაერთი მოლაპარაკება გამართა ევროკავშირის ლიდერებთან და ვერცერთი კონტრარგუმენტი ვერ მოისმინა.

 

“ეს დღე ისტორიაში შევა. ჩვენთვის კარგი იქნება თუ ცუდი, ისტორია ჩაწერს ყველაფერს, ყოველ სიტყვას, ყოველ ნაბიჯს, ყოველ ქმედებას და უმოქმედობას, ვინ რისთვის იბრძოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპა დღეს არ ჩავარდეს გაურკვევლობაში. არავის სურს, ევროპა არასანდო ჩანდეს ან ვერ იღებდეს გადაწყვეტილებებს, რომლებიც თავად მოამზადა. დღეს ერთს გთხოვთ – ნუ უღალატებთ ევროპისადმი ხალხის რწმენას. არავის თუ არ სჯერა ევროპის, რა დაეხმარება ევროკავშირს გადარჩენაში? ევროპაში ხალხი ვერ ნახავს რაიმე სარგებელს, თუ მოსკოვი მიიღებს ბრიუსელიდან საშვს უკრაინის მიმართ ნეგატივის სახით.

 

ნუ მიანიჭებთ მას წლის პირველ და ერთადერთ გამარჯვებას. ევროპამ უნდა გაიმარჯვოს, შეთანხმებები უნდა იყოს დაცული და სიტყვებს მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები