spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია

დღეის მდგომარეობით რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპაში 0-მდე დაეცა, სწორედ ეს გახდა მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“როდესაც 25 წელზე მეტი ხნის წინ პუტინს რუსეთში ძალაუფლება აჩუქეს, უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპაში გაზის წლიური გადატუმბვა შეადგენდა 130+ მილიარდ კუბურ მეტრს. დღეს რუსული გაზის ტრანზიტი 0-ია. ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ენერგორესურსების იარაღად გარდაქმნა და პარტნიორების ცინიკური ენერგეტიკული შანტაჟი არის ის, რაც რუსეთს ყველაზე მიმზიდველ და გეოგრაფიულად მისაწვდომ ბაზარს ართმევს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნების უმეტესობა წარმატებით შეეგუა ენერგეტიკულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა საერთო ამოცანაა მოლდოვას მხარდაჭერა ამ პროცესში. ამავე დროს, ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია წინააღმდეგობა გავუწიოთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ზეწოლას, რომლებიც გამჭვირვალე ენერგეტიკული პოლიტიკის ნაცვლად აგრძელებენ მოსკოვის მაფიოზურ სქემებთან თანამშრომლობას.

“ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ გაიზრდება ამერიკული გაზის მიწოდება ევროპაში, რაზეც პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე ისაუბრა. თანამშრომლობა და პარტნიორების მაქსიმალური შეთავაზებები უფრო კომფორტულს გახდის ფასებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რაც უფრო მეტი გაზი იქნება ბაზარზე ევროპის რეალური პარტნიორებისგან, მით უფრო სწრაფად გადაილახება რუსეთზე ევროპული ენერგეტიკული დამოკიდებულების უახლესი უარყოფითი შედეგები.

2025 წლის 1 იანვრიდან უკრაინამ შეაჩერა რუსული გაზის ტრანზიტი ევროპაში, რითაც დასრულდა კონტრაქტი “გაზპრომთან”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები