spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ეს ზაფხული იქნება ყველაზე ტრაგიკული ევროპის ისტორიაში, თუ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვულ შანტაჟს გააგრძელებს

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა მისიის გაგზავნით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში შეიძლება აღდგეს სრული უსაფრთხოება ენერგოდარში და თავად სადგურში.

 

“უკრაინელი დიპლომატები, ჩვენი პარტნიორები, გაეროს და IAEA-ს წარმომადგენლები ამუშავებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მისიის გაგზავნის კონკრეტულ დეტალებს. ამ მისიას შეუძლია დაიწყოს და აღადგინოს სრული უსაფრთხოება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და ენერგოდარში. მადლობა ყველას, ვინც შეუერთდა ამ საქმეს და ინიციატივას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, თუ რუსეთი გააგრძელებს ბირთვულ შანტაჟს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ეს ზაფხული შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ევროპის ისტორიაში.

 

“თუ რუსული შანტაჟი რადიაციით გაგრძელდება, მაშინ ეს ზაფხული შეიძლება დარჩეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, რადგან მსოფლიოში არც ერთი ატომური ელექტროსადგურის ინსტრუქცია არ ითვალისწინებს პროცედურას იმ შემთხვევაში, როცა ტერორისტი სახელმწიფო ატომურ ელექტროსადგურს სამიზნედ აქცევს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინაში საფრანგეთის საელჩოს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც   პუტინმა მაკრონს აცნობა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების მისიის გაგზავნაზე თანახმაა.

 

“საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე არსებული ვითარებით ბირთვული უსაფრთხოებისთვის და მხარი დაუჭირა IAEA-ის ექსპერტების მისიის გაგზავნას ადგილზე უკრაინისა და გაერო-ს მიერ შეთანხმებული პირობებით. რუსეთის  პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტს აცნობა მისი თანხმობის შესახებ მისიის განთავსებასა და აღნიშნულ პირობებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მაკრონი და პუტინი უახლოეს დღეებში აღნიშნულ თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები