spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ევროპის რუსეთისგან დასაცავად მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს

ევროპის რუსეთთან სამხედრო ურთიერთობებისგან დასაცავად, მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

”იმისათვის, რომ ევროპა რუსეთიდან გრძელვადიან პერსპექტივაში დავიცვათ, მხოლოდ ერთი გადაწყვეტილებაა – ერთიანი ევროპული იარაღის ინდუსტრია”, – აღნიშნა მან.

 

მისივე თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გარდა, რუსეთი ამჟამად ჰიბრიდულ ომს აწარმოებს ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილის წინააღმდეგ, თუმცა რუსული აგრესია შეიძლება დამარცხდეს.

 

”უკრაინა უკვე არის და ყოველთვის იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული უსაფრთხოების დონორი. ჩვენ უკვე ვცდილობთ მსოფლიოს საუკეთესო იარაღს და ტექნოლოგიებს ჩვენი საკუთარი უსაფრთხოებისა და ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები