spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – გავაგრძელებთ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და მუშაობას ომის დასაბრუნებლად უკან ამ ნაძირალებთან სახლში, რუსეთში, საიდანაც მოვიდა

რუსეთის ფედერაციამ უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური შეტევა მიიტანა, ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ ომი დავუბრუნოთ უკან  ამ ნაძირალებს, სახლში, რუსეთში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“სამაშველო ოპერაცია ამჟამად მიმდინარეობს უკრაინის სხვადასხვა ქალაქში, სადაც იყო რუსული რაკეტების დარტყმები, ნამსხვრევების ჩამოვარდნა. ყველაზე მასიური შეტევა ამ ნაძირალებისგან – თითქმის 160 რაკეტა და დრონი. ჩვენმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს მათი უმეტესობა – სხვადასხვა ტიპის რაკეტები და “შაჰიდები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, დანგრეულია ან დაზიანებულია 100-ზე მეტი კერძო სახლი, 45 მაღალსართულიანი შენობა, სკოლები, ორი ეკლესია, საავადმყოფო, სამშობიარო, მრავალი სავაჭრო ობიექტი და საწყობი.

 

ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ რეაგირება მოახდინოს ტერორის ამ უკანასკნელ გამოვლინებაზე.

 

“დღეს ბევრმა ლიდერმა უკვე გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელების მიმართ და მე ყველას მადლობელი ვარ და განსაკუთრებით მათ, ვინც ჩვენს სახელმწიფოს ეხმარება საჰაერო თავდაცვაში.

 

ჩვენმა საჰაერო თავდაცვის მეომრებმა დღეს ბევრი გააკეთეს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსი ტერორისტები სპეციალურად ცდილობდნენ ჩვენი თავდაცვის გვერდის ავლას. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და მუშაობას ომის დასაბრუნებლად უკან – ამ ნაძირალებთან, სახლში, რუსეთში, საიდანაც მოვიდა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულია 30 ადამიანი, დაშავებულია 160-ზე მეტი. ყველაზე მეტი გარდაცვლილი კიევის შევჩენკოს რაიონშია, სადაც ნანგრევებიდან ცხრა ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. რვა ადამიანია დაღუპული ზაპოროჟიეში, დაშავდა 13.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ღამის განმავლობაში 158 ერთეული რაკეტა და დრონი გამოიყენეს, მათგან 87 ფრთოსანი რაკეტა და 27 დრონი თავდაცვითმა სისტემამ გაანადგურა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები