spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ისტორიას ქმნიან ისინი, ვინც არ იღლებიან თავისუფლებისთვის ბრძოლით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

“ევროპულმა საბჭომ მიიღო უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობდა, რათა ეს მომხდარიყო. ვულოცავ თითოეულ უკრაინელს ამ დღეს.

 

ასევე, ვულოცავ მოლდოვას და პირადად მაია სანდუს. ისტორიას ქმნიან ისინი, ვინც არ იღლებიან თავისუფლებისთვის ბრძოლით“, – წერს ზელენსკი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები