spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – ჯერ ნაადრევია ყირიმის გათავისუფლებაზე საუბარი

უკრაინის დაზვერვის თანამშრომლებმა ყირიმში სპეცოპერაცია ჩაატარეს, თუმცა, ჯერ ნაადრევია ნახევარკუნძულის გათავისუფლებაზე საუბარი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და საზღვაო ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაციაზე, რომლის დროსაც ყირიმში უკრაინის დროშა დაკიდეს.

 

“ჯერ ნაადრევია ყირიმის გათავისუფლებაზე საუბარი. ეს ერთი, მეორე, მე მექნება დეტალური ანგარიში გენერალ ბუდანოვისგან. მესამე, დიახ, ეს ჩვენი ბიჭები არიან. მეოთხე, ჩვენი მხრიდან მსხვერპლი არ არის. ეს არის სასიხარულო ამბავია. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის, რისი განხილვაც თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსთან სატელეფონო საუბრისას შევძელი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ, საზღვაო ძალების მხარდაჭერით, ყირიმში სპეცოპერაცია ჩაატარა. ოლენივკასა და მაიაკის დასახლებების მიდამოებში სპეცრაზმმა უკრაინის დროშა დაკიდეს. ოკუპირებული ნახევარკუნძული მათ დანაკარგის გარეშე დატოვეს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები