spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – ხანგრძლივი და შინაარსიანი სატელეფონო საუბარი მქონდა ჩინეთის პრეზიდენტთან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

 

ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბარი იყო ხანგრძლივი და ინფორმაციული.

 

“მე მქონდა ხანგრძლივი და შინაარსიანი სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. მჯერა, რომ ეს საუბარი, ისევე როგორც უკრაინის ელჩის დანიშვნა ჩინეთში, ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

 

როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა აღნიშნა, ვოლოდიმირ ზელენსკისა და სი ძინპინს შორის მოლაპარაკებები თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. ყველა დეტალი ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდეგ ეს უკრაინის და ჩინეთის პრეზიდენტების პირველი სატელეფონო საუბარი იყო.

 

<blockquote class=”twitter-tweet”><p lang=”uk” dir=”ltr”>Провів тривалу змістовну телефонну розмову з Головою Сі Цзіньпіном. Вірю, що вона, а також призначення Посла України в Китаї дасть потужний поштовх розвитку наших двосторонніх відносин.</p>&mdash; Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) <a href=”https://twitter.com/ZelenskyyUa/status/1651184741155065856?ref_src=twsrc%5Etfw”>April 26, 2023</a></blockquote> <script async src=”https://platform.twitter.com/widgets.js” charset=”utf-8″></script> 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები