spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ხარკოვში სიტუაცია ძალიან მძიმეა, ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს ცის მეტი დაცვის უზრუნველსაყოფად

რუსები აგრძელებენ ხარკოვის დაბომბვას, ქალაქში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ამავდროულად, უკრაინის ხელისუფლება ეძებს გზებს, რომ ხარკოვს მეტი დაცვა ჰქონდეს საჰაერო თავდასხმებისგან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“ქალაქში სიტუაცია ძალიან მძიმეა, მუდმივი რუსული ტერორი, ახლაც თითქმის ყოველდღიურად – საჰაერო ბომბებით. ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ ხარკოვს მეტი ცის დაცვა მივცეთ – და ეს არის უკრაინის სამხედრო და ყველა დიპლომატის ამოცანა. საერთაშორისო კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი თითოეული ადამიანისთვის, რომლებიც ყოველდღიურად უნდა იყვნენ დიალოგში პარტნიორებთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ბოლო დროს რუსებმა გააძლიერეს თავდასხმები ხარკოვზე, ამავდროულად დაიწყეს საინფორმაციო კამპანია მოსახლეობის დასაშინებლად ქალაქზე განმეორებითი თავდასხმის შესახებ, თუმცა უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ხარკოვზე დღეს მტრის მეორე თავდასხმის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ქალაქი არ არის დაცული საჰაერო თავდასხმებისგან.

 

ცოტა ხნის წინ რუსებმა პირველად გამოიყენეს მართვადი ავიაბომბები ხარკოვის წინააღმდეგ. მეტიც, ოკუპანტებმა შეცვალა ქალაქზე თავდასხმის ტაქტიკა – ხელახლა ახორციელებენ თავდასხმას ადგილებზე, როდესაც იქ მაშველები მიდიან.

 

The Economist-მა 7 აპრილს ხარკოვში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინაში სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთს სურს ხარკოვი გადააქციოს ე.წ. “ნაცრისფერ ზონად“, რომელიც უვარგისია საცხოვრებლად.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ხარკოვის მოსახლეობა ქალაქს თანდათან ტოვებს. მოქალაქეებს აშინებს მუდმივი სარაკეტო და ბომბებით თავდასხმები, ბიზნესისთვისაც პრობლემაა ენერგიის სისტემატური დეფიციტი. ამის ფონზე, ქალაქის ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას ქალაქში აშენებული მიწისქვეშა სკოლის გახსნის შესახებ 900 მოსწავლისთვის.

 

“როგორ შეიძლება ასეთი ქალაქი “ნაცრისფერ ზონად” იქცეს? ხალხი არ წავა, რადგან ისინი უკვე წავიდნენ, შემდეგ კი დაბრუნდნენ. ისინი უკვე საკმარისად აწამეს”, – ციტირებს The Economist ქალაქის მერს იგორ ტერეხოვს.

 

მერის თქმით, ომის დასაწყისში მილიონ-ნახევარი მოსახლეობიდან დაახლოებით 300 ათასი დარჩა ხარკოვში, მაგრამ ახლა ისევ დაახლოებით 1,3 მილიონია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები