უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, დღეს ისტორიული დღეა უკრაინისთვის.
“ხერსონს ვიბრუნებთ. ამ დროისთვის ჩვენი დამცველები ქალაქის მისადგომებთან არიან. მაგრამ სპეცრაზმი უკვე ქალაქშია. ხერსონელები ელოდნენ. ისინი არასოდეს თმობდნენ უკრაინას. უკრაინის იმედი ყოველთვის მართლდება – და უკრაინა ყოველთვის იბრუნებს საკუთარს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მაშინაც კი, როდესაც ქალაქი ჯერ კიდევ არ არის მთლიანად გასუფთავებული მტრისგან, თავად ხერსონის მაცხოვრებლები უკვე აშორებენ რუსულ სიმბოლოებს და ხერსონში მყოფი რუსული ჯარის ნებისმიერ კვალს ქუჩებიდან და შენობებიდან.
“მაშინაც კი, როცა ქალაქი ჯერ კიდევ არ არის მთლიანად გაწმენდილი მტრისგან, თავად ხერსონელები უკვე აშორებენ ქუჩებიდან და შენობებიდან რუსულ სიმბოლოებს და ოკუპანტების ხერსონში ყოფნის ნებისმიერ კვალს.
ასე იყო ჩვენი დამცველების მიერ გათავისუფლებულ ყველა სხვა ქალაქში. ასე იქნება იმ ქალაქებში, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან ჩვენს დაბრუნებას. უკრაინა მივა თავის ხალხთან ყველგან.
მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცს და თავდაცვის ძალების თითოეულ ქვედანაყოფს, ვინც ახლა შესაძლებელს ხდის ამ შეტევით ოპერაციას სამხრეთში.
აბსოლუტურად ყველას – რიგითებიდან გენერლებით დამთავრებული. შეიარაღებული ძალები, დაზვერვა, ეროვნული გვარდია – ყველა, ვინც დღევანდელი დღე დააახლოვა ხერსონის ოლქის გათავისუფლებას”, – განაცხადა ზელენსკიმ.