spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – კურსკის ოპერაცია არის ომის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც დაეხმარა და ეხმარება უკრაინას

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია კურსკის ოლქში ზუსტად ორი თვეა, გრძელდება. ეს არის ომის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც დაეხმარა და ეხმარება უკრაინას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“დღეს სრულდება ჩვენი სამხედრო ოპერაციების ორი თვე კურსკის ოლქში. და ეს არის ომის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ის, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა და ეხმარება ჩვენს სახელმწიფოს. უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ ომი რუსეთში გადაიტანონ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პარტნიორების საკმარისი მხარდაჭერით, უკრაინა შეძლებს რუსეთზე ზეწოლას ზუსტად ისე, როგორც საჭიროა, რათა რუსეთის ფედერაციამ იგრძნოს, რომ “ომი მათ არაფერს მისცემს“.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ ჯარისკაცებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციამ კურსკის ოლქში უკრაინას ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენატანი შესძინა გაცვლით ფონდში.

მისივე თქმით, უკრაინა კიდევ უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს რუსეთზე, რადგან “მხოლოდ ძალით შეიძლება მშვიდობის დაახლოება”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები