spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – მაგიდაზეა აბსოლუტურად რეალისტური წინადადებები, მთავარია, ვიმოქმედოთ სწრაფად და ეფექტურად

უკრაინის დელეგაცია შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს საუდის არაბეთში სამშაბათს, 11 მარტს გამართავს. შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის გარდა, კიდევ სამი ოფიციალური პირი დაესწრება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

“მომავალ კვირას დავიწყებ ვიზიტით საუდის არაბეთში და ორშაბათს მემკვიდრე პრინცთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის დიპლომატიური და სამხედრო წარმომადგენლები სამშაბათს ამერიკის გუნდთან შეხვედრისთვის დარჩებიან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის გუნდს წარმოადგენენ პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე პავლო პალისა.

მისივე თქმით, უკრაინის მხრიდან იქნება მკაფიო განწყობა კონსტრუქციული ქმედებების მიმართ.

ზელენსკი იმედოვნებს, რომ შესაძლებელი იქნება “აუცილებელი გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების“ განხილვა და შეთანხმება.

“უკრაინა ამ ომის პირველივე წამიდან მშვიდობისკენ ისწრაფვის. მაგიდაზე არის აბსოლუტურად რეალისტური წინადადებები. მთავარია, ვიმოქმედოთ სწრაფად და ეფექტურად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები