უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლი ახლა ომის გულია და ის სცემს, და რაც უფრო ძლიერი იქნება პოზიციები იქ, მით უკეთესი იქნება ვითარება როგორც ქვეყნის აღმოსავლეთში, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან.
“მარიუპოლი დღეს ამ ომის გულია. ის სცემს, ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ ვართ ძლიერები. თუ ის შეწყვეტს ცემას, ჩვენ გვექნება სუსტი პოზიციები. ეს ის ხალხია, რომლებმაც მტრის დიდ რაოდენობას უკან დაახევინეს.
რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიციები მარიუპოლში, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიციები აღმოსავლეთში და თუ ისინი გაძლიერდებიან, მაშინ მოლაპარაკების მაგიდა ჩვენთვის უფრო ახლოს იქნება და ჩვენ გვექნება უპირატესობები რუსეთის ფედერაციასთან დიალოგში“, – განაცხადა ზელენსკიმ.