უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილთან ტელეფონით ესაუბრა.
“საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სატელეფონო საუბრისას, უკრაინელებს მიულოცა. მე მივულოცე მეგობარ ქართველ ხალხს ევროკომისიის დადებითი შეფასება უკრაინისა და საქართველოს ძალისხმევის მიმართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
მადლობა გადავუხადე საქართველოს პრეზიდენტს მალტაში მშვიდობის ფორმულის ბოლო შეხვედრაზე წარმომადგენლის გაგზავნისთვის.
ასევე, დავაყენე საკითხი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს წვდომა შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე”, – წერს ზელენსკი.