spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – მესმის მიზეზი, რატომაც მოხდა, მაგრამ არ მინდა, განვიხილო, ეს ვითარება გაივლის

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ესმის, რატომ მოხდა სკანდალი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის მონაწილეობით. ამავე დროს, მას არ სურს ამის განხილვა, რადგან დარწმუნებულია, რომ “ეს სიტუაცია გაივლის”.

“არ მინდა განვიხილო რა მოხდა. არ მგონია, რომ ეს არის ძლიერი ურთიერთობების გაგრძელების ფორმატი. დარწმუნებული ვარ, ეს ვითარება გაივლის, წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ არის და თუ ჩვენ ყველა გავაგრძელებთ კონსტრუქციულობას, მაშინ ვფიქრობ, დადებითი შედეგი გვექნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავადაც ესმის ამ ინციდენტის ხასიათს, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა.

ზელენსკის თქმით, მას სურს კონსტრუქციული დიალოგი მოკავშირეებისგან, განსაკუთრებით ამერიკელებისგან და რომ გაიხსენონ ვინ არის აგრესორი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 28 თებერვალს ვაშინგტონში თეთრ სახლს ეწვია. იქ ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა, თუმცა, ზელენსკის, ტრამპსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შორის საუბარი კამათში გადაიზარდა.

ზელენსკიმ თეთრი სახლი ნაადრევად დატოვა და იშვიათი ლითონების შეთანხმებას ხელი არ მოეწერა. ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი დაადანაშაულა, რომ ის თითქოს მშვიდობისთვის მზად არ არის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები