spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – მოკავშირეებმა გადმოგვცეს იარაღი, რომლის დახმარებითაც ერთ დღეში 26 ვერტმფრენი გავანადგურეთ

მოკავშირეებმა უკრაინელ სამხედროებს შორ მანძილზე მოქმედი იარაღი გადასცეს, რის შესახებაც საუბარი ჯერჯერობით შეუძლებელია, მისი დახმარებით ერთ დღეში 26 ვერტმფრენი განადგურდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“ჩვენმა პარტნიორებმა გადმოგვცეს შორ მანძილზე მოქმედების იარაღი, არ ვიტყვი რომელი, მაგრამ ჩვენი პარტნიორები გაიგებენ, მათთან ერთად გავანადგურეთ 26 ვერტმფრენი დღეში, 12 თვითმფრინავი, რომლებიც აფრინდნენ და შემდეგ ისროდნენ რაკეტებს, რომლის წინააღმდეგაც ეს სისტემები მუშაობდნენ. ჩვენ ერთდროულად 12 გავანადგურეთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, უკრაინა ასეთი იარაღის დახმარებით თავს იცავდა.

 

“ეს იყო ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ნაწილი, რადგან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ისინი, ვინც თავს დაგვესხა და მთლიანად აკონტროლებდა ცას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები