უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აგრძელებს თანამშრომლობას ყველა პარტნიორთან და დიდი იმედი აქვს აშშ-ის მხარდაჭერის მშვიდობის მიღწევაში.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ უკვე გამართა მოლაპარაკებები პარტნიორებთან და უახლოეს მომავალში გეგმავს სხვა ნაბიჯებს.
“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან. უკვე გვქონდა საუბრები და მომდევნო ნაბიჯებიც მალე იქნება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებითად ვცადოთ ჩვენი დიპლომატია, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი.
ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მშვიდობა და უკრაინელებს ეს ყველაზე მეტად სურთ, რადგან ომი ანადგურებს ჩვენს ქალაქებს. ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს. ჩვენ გვჭირდება, რომ ომი დასრულდეს და უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების გარანტიები.
ჩვენ ვმუშაობთ ერთად ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან და მშვიდობის მიღწევის გზაზე აშშ-ის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. მშვიდობა რაც შეიძლება მალე არის საჭირო”, – წერს ზელენსკი.