spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – მზად ვართ, გავცვალოთ ბელგოროდი ნატოში ჩვენი წევრობის სანაცვლოდ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს წევრობისთვის ტერიტორიების გაცვლის “წინადადებებს“ გამოეხმაურა.

 

ამის შესახებ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 

“მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ ნატოში ჩვენი წევრობის სანაცვლოდ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის შტაბის უფროსმა სტიან იენსენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ  უკრაინას შეუძლია ნატოში გაწევრიანება რუსეთის ფედერაციის მიერ მიტაცებული ტერიტორიების სანაცვლოდ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები