spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ, ბევრი დაშავებულია, არის მსხვერპლი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი-როგზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

 

“ახლა კრივოი-როგში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ბევრი დაშავებულია, მათ შორის მძიმედ. არის ბავშვიც. ამ დროისთვის, სამი დაღუპულია. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ.

 

“სამუშაო გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება. მადლობა ყველას, ვინც იქ მუშაობს, ადგილზე, გადარჩენილებს უწევს სამედიცინო დახმარებას”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

რუსები კრივოი-როგს 12 მარტის საღამოს დაესხნენ თავს. ოკუპანტებმა ცხრასართულიან და ხუთსართულიან შენობებს დაარტყეს.

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სამი და დაშავებულია 38 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოები გრძელდება, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ადამიანები იმყოფებოდნენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები