უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა.
ზელენსკის გარდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებები გამართა გერმანიის კანცლერთან, იტალიის პრემიერ-მინისტრთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან.
ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველამ გამოხატა მხარდაჭერა ისრაელის უფლებაზე, დაიცვას საკუთარი თავი ისე “როგორც ეს საჭიროა”.
ზელენსკის თქმით, ისაუბრეს ისრაელში არსებულ ვითარებაზე და შეიარაღებული ძალების და ძალოვანი სტრუქტურების ქმედებებზე თავდასხმის მოსაგერიებლად.
“ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს, რომელიც იტანჯება თავხედური ფართომასშტაბიანი თავდასხმისგან და თანავუგრძნობთ მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო. ახლა მნიშვნელოვანია ისრაელის პოლიციასა და უკრაინელ დიპლომატებს შორის თანამშრომლობა ისრაელში უკრაინელი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.