spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში  იმყოფება. ის უკვე შეხვდა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს.

 

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიდერლანდებში, პრეზიდენტო ზელენსკი”, – წერს პრემიერ-მინისტრი “ტვიტერზე”.

 

უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდებში დღეს ჩავიდნენ. ზელენსკის თქმით, ვიზიტის მთავარი თემა უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების მიწოდება იქნება.

 

გარდა ამისა, ნიდერლანდებში პრეზიდენტი აპირებს განიხილოს მშვიდობის ფორმულა, გლობალური მშვიდობის სამიტი, რომლის ჩატარებაც უკრაინას სურს წლის ბოლომდე და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი ოფიციალური ვიზიტით გუშინ შვედეთს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა არაერთი შეხვედრა გამართა, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტარებთან და სამეფო ოჯახთან.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები