spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – ნომერ პირველი პრიორიტეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და შეიარაღებაა

რუსეთი მასშტაბური დაბომბვით უკრაინელების სულისკვეთების გატეხას ცდილობს, ამიტომ, ნომერ პირველი პრიორიტეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და შეიარაღებაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“ჩვენი ცის მცველები ყველაფერს აკეთებენ სახელმწიფოს დასაცავად. ჩვენი დიპლომატების მთელი გუნდი, ყველა, ვინც პასუხისმგებელია პარტნიორებთან ურთიერთობაზე, უკრაინის წარმომადგენლები საზღვარგარეთ, ყველაფერს აკეთებენ ასი პროცენტით, რათა უზრუნველყონ საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემების და რაკეტების მოწოდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდების უზრუნველყოფა ნომერ პირველი პრიორიტეტია.

 

“არტილერია, კერძოდ კალიბრი 155, ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა, ახალი დრონები და სხვა საჭირო ნივთები. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც უკვე აყალიბებს ახალი მხარდაჭერის პაკეტებს. ამ თვეში იქნება ბევრი შესაბამისი კომუნიკაცია”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები