უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
“ჩვენ წინ მივდივართ. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მშვიდობისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის”, – მიმართა მან სამხედროებს.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ნატო-ს და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის.
ხერსონი, რომელიც რუსების მიერ 2022 წლის 2 მარტიდან იყო ოკუპირებული, უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.