უკრაინა რუსეთთან ომში გამარჯვებად ჩათვლის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას 1991 წლის მდგომარეობით, ანუ ომი არ დასრულდება მანამ, სანამ ყირიმი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ძალისხმევა მიმართულია სამხრეთ და აღმოსავლეთში ტერიტორიების დაბრუნებაზე, სახელმწიფოს საბოლოო მიზანი ყირიმის განთავისუფლებაა.
“ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ უკრაინას ყირიმის გარეშე. და სანამ ყირიმი რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ომი ჯერ არ დასრულებულა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
კითხვაზე, არის თუ არა სცენარი, რომელშიც შეიძლება იყოს სამყარო ყირიმის გარეშე, ზელენსკიმ აღნიშნა: “მაშინ ეს არ იქნება გამარჯვება“.