spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ომი დასრულდება, როდესაც სამართლიანი მშვიდობა იქნება მიღწეული, უკრაინელები ბოლომდე მტკიცედ უნდა დადგნენ

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება იმ მომენტში, როდესაც სამართლიანი მშვიდობა იქნება მიღწეული. უკრაინელები ბოლომდე მტკიცედ უნდა დადგნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“როდის დასრულდება ომი? იმ მომენტში, როცა უკრაინა შეძლებს თავისთვის სამართლიანი მშვიდობის მოპოვებას. ზოგიერთს ამის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. უპირველეს ყოვლისა, სამართლიანი მშვიდობა, რათა არ დავივიწყოთ ყველა, ვინც ჩვენთან აღარ არის, ვინც სიცოცხლე გაწირა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ასევე მშვიდობისთვის აუცილებელი პირობაა სამართლიანი პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც აგრესორმა ქვეყანამ გააკეთა, როდესაც ეს მიიღწევა, ომი დასრულდება.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე გადასვლა ამა თუ იმ ფორმატში ომის საბოლოო დასრულებას არ ნიშნავს. იმის გამო, რომ უკრაინას უკვე ჰქონდა გაყინული კონფლიქტი ყირიმის და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილის ოკუპაციის შემდეგ, ამ ვითარებამ გამოიწვია სრულმასშტაბიანი შემოჭრა.

“ეს აჩვენებს, რომ ომი არ დასრულებულა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამჯერად ბოლომდე ვიყოთ მტკიცე”, – განმარტა ზელენსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები