spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ომის დასრულებასთან ახლოს ვართ, უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე ბევრს ჰგონია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომი “უფრო ახლოსაა დასრულებამდე”, ვიდრე ბევრს სჯერა. ABC News-სთან ინტერვიუში მან მოკავშირეებს უკრაინის არმიის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

“გამარჯვების გეგმა არის უკრაინის გაძლიერება, ამიტომ ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მოკავშირეებს, რომ გაგვაძლიერონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჩვენ უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე გვგონია. ომის დასრულებასთან ახლოს ვართ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, პუტინს კურსკის ოპერაციის “ეშინია”, რადგან მას არ შეუძლია დაიცვას თავისი ტერიტორია.

“მართალია, ძალიან ეშინია, რატომ? იმიტომ, რომ მისმა ხალხმა დაინახა, რომ მას არ შეეძლო დაცვა, რომ არ შეუძლია დაიცვას მთელი თავისი ტერიტორია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მხოლოდ “ძლიერი პოზიციიდან“ შეუძლია უკრაინას “პუტინს ომის დასრულება აიძულოს”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები